თბილისის წიგნის 23-ე საერთაშორისო ფესტივალი 2021 წელს, 24 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით, ფიზიკური სახით გაიმართება. ფესტივალი ექსპო ჯორჯიას პავლიონებში ჩატარდება.
პანდემიის გამო, შარშან თბილისის წიგნის ოცდამეორე ფესტივალი პირველად ჩატარდა ონლაინ ფორმატში.
ორგანიზატორების განცხადებით, დამთვალიერებლების ნაკადების გასაკონტროლებლად, წელს აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ახალ ვებ-გვერდზე: tbilisibookfestival.ge.
საიტზე მომხმარებელს, ასევე შესაძლებლობა ექნება დეტალურად გაეცნოს ფესტივალის პროგრამას და წიგნები საფესტივალო ფასებად ონლაინ რეჟიმშიც შეიძინონ.