მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დღევანდელი აქციისთვის თბილისისკენ დასავლეთიდან მომავალ კოლონას, აბაშის საავტომობილო მონაკვეთზე ქართული ოცნების პარტიული აქტივი დახვდა და გზა გადაუკეტა.
სამტრედიის ხიდთან შეკრებილმა ოცნების პარტაქტივმა აქციაზე მიმავალ მოქალაქეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მათ ავტომობილებს ქვები და ცოცხები დაუშინა ავტომობილების დაზიანებაზე პოლიციას რეაგირება ჯერ არ ჰქონია.
ადგილზე მყოფმა სამართალდამცავებმა გზის გათავისუფლება ნაწილობრივ მოახერხეს, ამ დროისთვის კოლონა თბილისისკენ დაიძრა.
ენმ-ს წევრი ანი წითლიძე წერს, რომ აქციაზე მიმავალ კოლონაზე თავდამსხმელებს შორის არიან საკრებულოს წევრები თაზო ფაცაცია, ედიტა კოდუა, ზაზა პროკოპენკო და მამუკა თოლორაია.
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია დღეს თბილისში 18:00 საათზეა დაგეგმილი.