თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, აბრეშუმის გზის ფორუმი გაიხსნება. გახსნის ცერემონიაზე მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გამოვა. ფორუმზე წარდგებიან ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. ღონისძიებები, სასტუმროებში, „ბილტმორსა" და „რადისონშიც" გაიმართება. ფორუმში მონაწილეობას 60-ზე მეტი ქვეყნის დაახლოებით 2 000 დელეგატი იღებს. თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი წელს უკვე მესამედ იმართება. იგი ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებას ისახავს მიზნად.