logo
ENG



თბილისში, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს

03 აგვ 202419:20
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/03/805h2cqqnzqqzxs.jpg

თბილისში, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს. ინფორმაცია ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა.

მანამდე, ჟურნალისტის დაკავების შესახებ სოციალურ ქსელში გახდა ცნობილი - შესაბამისი ვიდეო მასალა სადიგოვის ცოლმა Facebook-ზე გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, რომ ინგოროყვას ქუჩაზე ცოლ-შვილთან ერთად მყოფ ჟურნალისტს შკოდის მარკის ავტომობილში სვამენ. მისი დაკავება არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მოხდა. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ დაკავებული იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტზე ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე ა.ს. მისი შემდგომი ექსტრადირების მიზნით. აღნიშნული პირი, 2024 წლიდან მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იძებნებოდა", - განუცხადეს ფორმულას შსს-ში.

***

აფგან სადიგოვი მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორია. ის აზერბაიჯანში ორჯერ - 2016 და 2020 წელს დააპატიმრეს. აფგან სადიგოვი ოჯახთან ერთად საქართველოში 2023 წელს ჩამოვიდა და ბოლო თეების განმავლობაში თბილისში ცხოვრობს. 

ამასთან, 18 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ სადიგოვს თბილისის აეროპორტში საქართველოდან გასვლის შესაძლებლობა არ მისცეს და განუცხადეს, რომ ქვეყნის დატოვება მხოლოდ აზერბაიჯანის მიმართულებით შეეძლო. 

 

 


close დახურვა