თბილისში, ამირეჯიბის გზატკეცილზე, ე.წ. ახალ გზაზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა. ვიდეოს სოციალურ ქსელში მოქალაქე ავრცელებს.
ეს არ არის ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე კლდოვანი ფერდიდან ქვათაცვენის პირველი შემთხვევა. თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ადგილზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ახალი დამცავი ბადეები მოეწყობა.