თბილისში ბარათაშვილის ქუჩაზე ჩხუბის შედეგად სამი ადამიანი დაჭრეს. ორი ადამიანის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა, ერთმა კი კლინიკა უკვე დატოვა.
დაპირისპირება ერთ-ერთი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველთა თქმით, კონფლიქტი დაწესებულებაში დაიწყო. მათივე ცნობით, 15-მდე ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა 3 ადამიანს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია მხოლოდ 1 ადამიანი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით დაიწო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებებში.