მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, გუდაუთის ქუჩასთან, მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. ავტომანქანის მძღოლი მსუბუქად დაშავდა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
როგორც „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.