თბილისში, დოლიძის ქუჩაზე სროლა იყო.
როგორც ცნობილია, დაჭრილია ერთი ადამიანი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 117-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.