გლდანში, აღმაშენებლის ქუჩაზე კაცი ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა. როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ის უკვე დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, მას კონკრეტული მოთხოვნები ჰქონდა, თუმცა რა მოთხოვნებზეა საუბარი უცნობია.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ამ დრომდე არიან მობილიზებული.