თბილისში კაცი დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე მოხდა. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) და 118-ე (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) მუხლებით მიმდინარეობს.