logo
ENG



თბილისში, კორონავირუსით ინფიცირებული, ახალნამშრობიარები 34 წლის ქალი გარდაიცვალა

07 მაი 202115:59
3 წუთის საკითხავი
 

თბილისში, კორონავირუსით ინფიცირებული ახალნამშრობიარები ქალი გარდაიცვალა. ის ბოკერიას სახელობის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა.

სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორის, ალექსი ვაჩაძის განცხადებით, 34 წლის ქალი 29-30 კვირის ფეხმძიმე იყო და მდგომარეობის გაუარესების გამო მისი სასწრაფო მშობიარობა გახდა საჭირო, თუმცა ვერც ნაყოფის გადარჩენა მოხერხდა.

ექიმის განცხადებით, ქალს თანმდევი ქრონიკული დაავადება არ ჰქონია.

"შემოსვლისას, ძირითადი პრობლემა, რატომაც მიმართა კლინიკას, იყო სუნთქვის უკმარისობა. იყო ჟანგბად დამოკიდებული თავიდან. უკვე 22-ში პაციენტი გადადის ხელოვნურ სუნთქვაზე და ხვდება რეანიმაციაში. 24 რიცხვისთვის ნაყოფის მონიტორზე შეიმჩნა ცვლილებები და გინეკოლოგიურმა ჯგუფმა გადაწყვიტა სასწრაფო ჩარევა. სამწუხაროდ, გახდა საჭირო მისი მექანიკურ ვენტილატორზე გადაყვანა. დედა გარდაიცვალა 6-ში, ბავშვი დაახლოებით ორი დღით ადრე", - აცხადებს ექიმი.


close დახურვა