logo
ENG



თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირი დაიტბორა - ადგილზე მოძრაობა პარალიზებულია

29 აპრ 202210:12
3 წუთის საკითხავი
 

თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირი დაიტბორა. ადგილზე მოძრაობა პარალიზებულია, მოქალაქეებს გადაადგილება უჭირთ.

წყლის დიდი ნაკადი სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობის ეზოდან გამოდის. სამინისტროს ეზო კი, სავარაუდოდ, ვაშლიჯვარში მდებარე კვლევითი ცენტრიდან წამოსული ნიაღვრით იტბორება.

ადგილზე Georgian Water and Power-ის, თბილსერვისისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები უკვე მივიდნენ. 

GWP-ის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, მარშალ გელოვანის გამზირზე N6-თან “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” წყალმომარაგების მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა.


close დახურვა