თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე ავარია მოხდა. მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის კედელს შეეჯახა. ავარიის შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი.
ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები და სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.
როგორც ფორმულას შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.