თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 1982 წელს დაბადებული კაცი მოკლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირმა საცხოვრებელ ვაგონში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობი ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ბრალდებული დაკავებულია და მას, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.