logo
ENG



თბილისში, უკრაინაში ომის წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, ოცნება არ მივიდა

23 თებ 202311:22
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინაში ომის წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, რომელიც თბილისში იმართება, ქართული ოცნება არ მივიდა.

კონფერენციას, რომლის სახელია "რუსეთის აგრესია უკრაინაში: წინააღმდეგობის ერთი წელი" მმართველი პარტიის არცერთი წარმომადგენელი არ ესწრება.

ღონისძიება საქართველოში უკრაინის საელჩოს, აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) და ჰოლანდიის საელჩოს ორგანიზებით იმართება.

მასში მონაწილეობას იღებენ საელჩოების წარმომადგენლები, პოლიტიკური ლიდერები, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები.

"ფაქტი, რომ ამ კონფერენციას მართავს არასამთავრობო ორგანიზაცია და არა საქართველოს მთავრობა, რომლის არცერთი წარმომადგენელი დღეს არ არის ამ კონფერენციაზე, მიუხედავად იმისა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტს პირადად მე მივმართე წერილებით, თხოვნით, როგორც ოფიციალურად, ისე არაოფიციალურად, რომ მოსულიყვნენ და საკუთარი მოსაზრებები ეთქვათ. აქ მტრული გარემო არავისთვის არაა. არცერთი მათგანი აქ არაა და ეს არის ნიშანი იმისა, თუ რას ფიქრობს და რას აპირებს, დღევანდელი ხელისუფლება"- თქვა EECMD-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ცუცქირიძემ.


close დახურვა