თბილისში ქუთაისსა და რუსთავში სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა დაგეგმილია პირველი მარტიდან. ამ 3 ქალაქში თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. აღდგენის მიუხედავად, თებერვალში თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სავაჭრო ობიექტები შაბათ-კვირას კვლავ არ იმუშავებენ. ამის შესახებ ინფორმაცია საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მაია ცქიტიშვილმა გაავრცელა.
მისივე თქმით, ღია და დახურული ბაზრობები ყველა ქალაქში გაიხსნება 15 თებერვლიდან.
ასევე, მთავრობის გეგმით, პირველი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობაც.