თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ლომბარდი დააყაჩაღეს. შემთხვევა გუშინ, 30 ოქტომბერს საღამოს საათებში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ლომბარდიდან დიდი რაოდენობით თანხაა წაღებული.
ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ფაქტზე 2 ადამიანი დააკავეს, გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.