logo
ENG



თბილისში, ჭიაურელის ქუჩაზე 3 პირი დაჭრეს

10 მარ 202211:35
3 წუთის საკითხავი
 
თბილისში, ჭიაურელის ქუჩაზე 3 პირი დაჭრეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, სოფიკო ჭიაურელის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღით 3 პირი დაჭრეს.

ბრალდებული დაკავებულია, ის წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.


close დახურვა