![თბილისში 12 793 აბონენტს გაზი არ მიეწოდება](/uploads/news/gazi, bunebrivi airi.jpg)
თბილისი ენერჯის ინფორმაციით, თბილისში 12 793 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.
კომპანიის ცნობით, გაზი არ მიეწოდება გლდანის, დიღმის, ისნის, კრწანისისა და სამგორის მოსახლეობის ნაწილს.
როგორც თბილისი ენერჯიში ამბობენ, მიწოდება დღეს, ეტაპობრივად - 18:00 საათამდე აღდგება.