![თბილისში 5 515 აბონენტს გაზი არ აქვს](/uploads/news/gazi, bunebrivi airi.jpg)
თბილისი ენერჯის ინფორმაციით, თბილისში 5 515 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.
კომპანიის ცნობით, გაზი არ მიეწოდება გლდანის, დიღმისა და ვაზისუბნის მოსახლეობის ნაწილს.
როგორც თბილისი ენერჯიში ამბობენ, მიწოდება დღეს, ეტაპობრივად - 15:00 საათამდე აღდგება.