თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი მანქანა და მოტოციკლი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი მსუბუქად დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში "ფორმულას" უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.