logo
ENG



თბილისში კაცმა მცირეწლოვანი ბავშვის გატაცება სცადა

12 აგვ 202022:29
3 წუთის საკითხავი
 
თბილისში კაცმა მცირეწლოვანი ბავშვის გატაცება სცადა

თბილისში კაცმა მცირეწლოვანი ბავშვის გატაცება სცადა.

არსებული ინფორმაციით, ის ეზოში მყოფ ბავშვთან მივიდა და ეუბნებოდა, რომ მამამისი იყო და მას უნდა გაყოლოდა, რა დროსაც ის მეზობლებმა შეამჩნიეს, მცირეწლოვანის დედას შეატყობინეს და პოლიცია გამოიძახეს.

როგორც ირკვევა, კაცმა გზაზე მანქანა გააჩერა, თუმცა ბავშვის წაყვანა ვეღარ შეძლო, ის პოლიციამ ადგილზე დააკავა.

"ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.


close დახურვა