თბილისში საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის მხარდაჭერით, კრივის საღამოები დაიწყო. ვერის ბაღის კალათბურთის სასახლეში საკრივო შოუ გაიმართა, სადაც სარეიტინგო ორთაბრძოლებში ერთმანეთს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა ქართველმა ქალმა მოკრივემ, ელენე სიყმაშვილმა გამოცდილი ბულგარელი, ბორისლავა გორანოვა 4 რაუნდში დაამარცხა. დღის ცენტრალურ დაპირისპირებში კი საქართველოს საჩემპიონო ქამრის მფლობელის ვინაობა გაირკვა - სანდრო ჯაჯანიძემ ბაქარ ჯალაღონიას პირველივე რაუნდში ნოკაუტით აჯობა.
თბილისში კრივის საღამოები დაიწყო
08 დეკ 201920:01
3 წუთის საკითხავი