თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა.
მათი ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.