თბილისში, პიკასოს ქუჩაზე კაცი მოკლეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ახალგაზრდა კაცი ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, პირს 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.