logo
ENG



თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი 1-ელ და 7 იანვარს გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

30 დეკ 202212:00
3 წუთის საკითხავი
clock 1020
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი 1-ელ და 7 იანვარს გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
ფოტო: ვახო ქარელი
ფოტო: ვახო ქარელი

საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს 1-ელ და 7 იანვარს გახანგრძლივებული დროით, ღამის 3 საათამდე მოემსახურება.

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, გახანგრძლივებულ საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება.

"შობა-ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი - მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი და რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო ხაზი, როგორც ახალი წლის, ასევე შობის ღამეს - პირველ და 7 იანვარს, მგზავრებს 03:00 საათამდე მოემსახურება. გახანგრძლივებულ საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება. მინდა, მადლობა გადავუხადო სატრანსპორტო კომპანიის იმ თანამშრომლებს, რომლებიც ახალი წლის საათებში განაგრძობენ მუშაობას და ჩვენი ქალაქის მცხოვრებლებს მოემსახურებიან", - თქვა კალაძემ.


close დახურვა