თბილისში სასულიერო პირი დაჭრეს - შემთხვევის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია, ამ ეტაპზე, საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.