logo
ENG



თბილისში ტრანსგენდერ ქალებს სცემეს

05 აგვ 202010:05
3 წუთის საკითხავი
 
თბილისში ტრანსგენდერ ქალებს სცემეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე 1992 წელს დაბადებული პირი ორ ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხა და მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. უწყება განმარტავს, რომ  თავდასხმის მოტივი გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობა იყო.

შსს-ს ცნობით, ბრალდებული დანაშაულის ჩანდენიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.


close დახურვა