თამარაშვილის ქუჩაზე ერთერთ საცხოვრებელი კორპუსის სახლში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა. ის უცნობ პირს სიკვდილით ემუქრებოდა. სამართალდამცველებმა მოახერხეს მამაკაცის აყვანა.
როგორც ადგილობრივი ფორმულასთან საუბარში ამბობს, უცნობი პირი საცხოვრებელ კორპუსში ცეცხსასროლი იარაღით ნამდვილად შევიდა.
"გავიგე, რომ ცეცხსასროლი იარაღით ვიღაც შემოვიდა. დილით იყო. ვიცი, რომ წაიყვანეს, გარეთ გამოვიდა და ვიღაცას მიჰყავდა", - აცხადებს ადგილობრივი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს - იარაღის უკანონო შეძინა-შენახვა-ტარება და მუქარა.