logo
ENG



თბილისში ცოლ-ქმარი მოკლეს

25 დეკ 202210:22
3 წუთის საკითხავი
 

თბილისში ცოლ-ქმარი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მომხდარზე დაკავებულია მეზობელი, რომელმაც კვალის დაფარვის მიზნით ცხედრების გადამალვა სცადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობას ედავებიან - უწყების განცხადებით, ბრალდებულმა 19 დეკემბერს ფინანსური დავის ნიადაგზე ცოლ-ქმარს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ლ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს - დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა