კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დედაქალაქის ქუჩების დასუფთავების პროცესი გრძელდება. ქუჩებს სადეზინფექციო ხსნარებით ამუშავებენ. ამჯერად თბილსერვისჯგუფის თანამშრომლებმა ქავთარაძის ქუჩა და ყაზბეგის გამზირი მორეცხეს. სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა გლდანის რაიონის 4 ქუჩაზეც.
სპეციალური ხსნარით მოირეცხა როგორც გზის სავალი ნაწილი, ისე - ტროტუარები და ველობილიკები. პარალელურად, გასუფთავდება და დეზინფექცია ჩაუტარდება ქალაქში არსებულ ხიდებს, პანდუსებსა და ნაგავშემკრებ კონტეინერებს.