logo
ENG



თეა წულუკიანი რუსთაველის თეატრში რობერტ სტურუას შეხვდა

10 თებ 202114:00
3 წუთის საკითხავი
 

თეა წულუკიანი რუსთაველის თეატრში რობერტ სტურუას შეხვდა. 

სავარაუდოდ, კულტურის მომავალი მინისტრი შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში სამუშაო შეხვედრაზე იმყოფებოდა

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რობერტ სტურუამ და თეატრის დირექტორმა გიორგი თევზაძემ კომიტეტის თავმჯდომარეს თეატრის მიმდინარე საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ სხვადასხვა მოსაზრება გაუზიარეს. საუბარი ასევე შეეხო პანდემიის პირობებში თეატრის წინაშე არსებულ არაერთ გამოწვევას. 

გუშინ, 9 თებერვალს თეა წულუკიანი ოპერისა და ბალეტის თეატრში ნინო ანანიაშვილს შეხვდა. 

იუსტიციის სამინისტროს დატოვების შემდეგ წულუკიანი ქართული ოცნების სიით პარლამენტში შევიდა. ის ამჟამად პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებს. 

18 დეკემბერს ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კულტურის მიმართულების ცალკე სამინისტროდ გამოყოფის შემდეგ მინისტრად წულუკიანი დაინიშნება. 

8 თებერვალს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მაია მენაღარიშვილმა თქვა, თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნა იგეგმება. 


close დახურვა