კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა სენაკში მთავარი არხის ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა. მინისტრი იქ სენაკის თეატრის გახსნას ესწრებოდა.
"დღეს, ამ მიკროფონით ვხსნი ქართუ ფონდის მიერ საოცრად რეაბილიტირებულ სენაკის თეატრს! სიმბოლურია. ფორმულას თუ გლავკანალს (ემას ვცნობ და ლოგოს ვერა) კი მოუწევს ისეთი ჟურნალისტის დანიშვნა რეგიონში, რომელსაც, როცა თავს ესხმის უკვე დარბაზში შესულ რესპონდენტს (რომელმაც მანამდე კითხვებს ფოიეში პასუხები გასცა), აქვს შნო, მარტივად არ განაიარაღებინოს თავი ვისმეს. არ დავაბრუნებ! :)))) ამ მიკროფონით უნდა გაუწყოთ ამიერიდან გაკეთებული საქმეების შესახებ." - წერს ის ფეისბუქის გვერდზე.
ვიდეოში ჩანს, რომ თეა წულუკიანი თეატრის დარბაზში მტავარი არხის მიკროფონით ზის და დამსწრეებს მოუწოდებს, "ემას [გოგოხიას] ტაში დაუკრან".