logo
ENG



თეა წულუკიანს კორონავირუსი აქვს

15 თებ 202109:42
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/15/2j3xgk6gsf8r86i.jpg

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ წულუკიანი Facebook-ზე წერს.

"პატარების მერე, მთელ ოჯახს გვეწვია კორონა, ყველას დიდი მადლობა მოკითხვისა და გამხნევებისთვის! სახლში ყოფნა, დღე 4", - წერს წულუკიანი.

ცნობისთვის, თეა წულუკიანი, უკანასკნელი დღეების განმავლობაში კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. 9 თებრვლას წულუკიანი ოპერისა და ბალეტის თეატრს ეწვია და ბალეტის ხელმძღვანელ ნინო ანანიაშვილთან ოპერისა და ბალეტის მიმართულებით არსებული პრობლემები განიხილა

10 თებერვალს იუსტიციის ყოფილი მინისტრი რუსთაველის თეატრში რობერტ სტურუას შეხვდა

11 თებერვალს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელობას და ანსამბლ ბასიანის წევრებს შეხვდა.

ფორმულას ინფორმაციით, კულტურის მიმართულების ცალკე სამინისტროდ გამოყოფის შემდეგ მინისტრად წულუკიანი დაინიშნება. 8 თებერვალს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მაია მენაღარიშვილმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნა მართლაც იგეგმება. 


close დახურვა