ვიცე პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, თებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სავაჭრო ობიექტები გაიხსნება, თუმცა შაბათ-კვირას კვლავ იმუშავებენ. საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მან ეს ამ დღეებში მაღალი მობილობით ახსნა.
"თებერვლიდან თბილისში, განსხვავებით არსებული შეზღუდვებისგან, ჩვენ გვექნება საშუალება, ყველა ტიპის მაღაზიაში მივიდეთ, თუმცა შაბათ-კვირას თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში, ისევე როგორც ყველა სხვა ქალაქში, სადაც შეზღუდვებს ვხსნით, ეს ობიექტები არ იფუნქციონირებს", - აცხადებს ცქიტიშვილი.
ჟურნალისტის დაზუსტებაზე, რომ სავაჭრო მოლების თხოვნაა, ჰქონოდათ საშუალება, ემუშავათ შაბათ-კვირასაც, ვინაიდან ნავაჭრის 40% სწორედ ამ დღეებზე მოდის, ცქიტიშვილი პასუხობს, რომ სწორედ მობილობის გაზრდილი მაჩვენებლიდან გამომდინარეობს მათი გადაწყვეტილება.
"გვესმის, რომ ბზინესის ინტერესია პანდემიამდე არსებული ვითარების აღდგენა, ჩვენი ინტერესიც ეს არის. იმისათვის, რომ არ დავუშვათ გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესება ყველა შეზღუდვის მოხსნით, როგორც წერტილოვნად ვაწესებს, ასევე ეტაპობრივად უნდა შემსუბუქსეს", - განმარტავს მაია ცქიტიშვილი.