საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2024 წლის თებერვალში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 56%-ით გაიზარდა.
მათი ცნობით, თებერვალში აეროპორტით 118 507 მგზავრმა ისარგებლა. (2023 წლის თებერვალში 75 760 მგზავრი იყო).
მგზავრთნაკადის გარდა, წლის დასაწყისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების რაოდენობის კუთხითაც ზრდა იყო. თებერვალში აეროპორტში რეისები გასული წლის პერიოდთან შედარებით 37%-ით გაიზარდა და 350 რეისს მოემსახურა. (2023 წლის თებერვალში - 256 რეისი).
2024 წლის ორი თვის ჯამში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთკანადი 68%-ით, ხოლო რეისების რაოდენობა - 52%-ით გაიზარდა.
ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 20 ქვეყნის 39 მიმართულებით სრულდება.