logo
ENG



თეთრ სახლში შიშობენ, რომ რუსეთმა შესაძლოა ქიმიური იარაღი გამოიყენოს

10 მარ 202203:27
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/10/m203lvfssj7uj2n.jpg

თეთრ სახლში მიაჩნიათ, რომ რუსეთმა შესაძლოა უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს ან ყალბი ოპერაცია ჩაატაროს.

"ახლა როდესაც რუსეთი ავრცელებს ცრუ ბრალდებებს და ჩინეთი, როგორც ჩანს, ამ პროპაგანდას ხელს უწყობს, ყველანი უნდა ვიყოთ ფხიზლად, რათა რუსეთმა, შესაძლოა, გამოიყენოს ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი უკრაინაში ან მათი გამოყენებით ყალბი ოპერაცია ჩაატაროს", - წერს პსაკი ტვიტერზე.

პსაკი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენების გამოცდილება არსებობს, ასევე არის მისი "ჩვევა", დასავლეთს დააბრალოს დარღვევები, რომელსაც თვითონ ჩადის.


close დახურვა