თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინ ჟან-პიერის განცხადებით, აშშ თვალს ადევნებს რუსული ძალების განლაგებას ბელარუსის ტერიტორიაზე.
"დიდი ხანია შეშფოთებული ვართ ბელარუსის როლით რუსეთის აგრესიაში. ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთის მიერ ძალის გამოყენების სტრატეგიის მჭიდრო მონიტორინგს. ეს არის ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ და გავაგრძელებთ, მათ შორის ბელარუსშიც", - თქვა ჟან-პიერმა.
თეთრი სახლის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს მჭიდრო კონტაქტის შენარჩუნებას უკრაინასთან, რომელიც ეწინააღმდეგება რუსეთის აგრესიას.
3 დეკემბერს, მინსკს რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ ეწვია. ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ შოიგუმ ზეწოლა მოახდინა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოზე.
19 დეკემბერს, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლუკაშენკოს შეხვდა. პუტინის თქმით, მან და ლუკაშენკომ განიხილეს ახალი სამხედრო ტექნიკის ერთობლივი წარმოება, შემდგომი სამხედრო წვრთნები და ბელარუსი სამხედრო მფრინავების მომზადება.