აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის ჯონ კირბის თქმით, ჯო ბაიდენის პოლონეთში ვიზიტის დროს უკრაინაში ჩასვლა არ იგეგმება.
თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, ჯო ბაიდენი შეხვდება პოლონელ კოლეგას, პრეზიდენტ ანჯეი დუდას და რეგიონის სხვა ლიდერებს.
"პრეზიდენტი ბაიდენი პრეზიდენტ ზელენსკის არ შეხვდება. ვიზიტის დროს პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა ამჟამად არ არის დაგეგმილი. პრეზიდენტი ბაიდენი ვარშავაში გაემგზავრება", - თქვა კირბიმ.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პოლონეთს ოფიციალური ვიზიტით 20 თებერვალს ეწვევა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი ბაიდენი პოლონეთში ჩასვლას უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავისთვის გეგმავდა.