თეთრი სახლის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ ავღანეთში სიტუაციასთან დაკავშირებით ბაიდენის ადმინისტრაცია თალიბანთან კონტაქტზეა.
"ამავე დროს ჩვენ ვაწარმოებთ დიპლომატიურ მოლაპარაკებებს რეგიონში მოკავშირე სახელმწიფოებთან და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, რათა დავარეგულიროთ სიტუაცია ავღანეთში. ჩვენ კონტაქტზე ვართ თალიბანთან, რათა ააეროპორტში ხალხის გასვლა უზრუნველყოთ", - თქვა სალივანმა და დაამატა, რომ თეთრი სახლი ამონიტორინგებს ყველა ტერორისტულ საფრთხეს, მათ შორის ISIS-ის მხრიდან.
სალივანის თქმით, პრეზიდენტი ბაიდენი პასუხისმგებლობას იღებს ყველა გადაწყვეტილებაზე, რომელიც ავღანეთიდან ჯარების გამოყვანას ეხებოდა.
გარდა ამისა, პენტაგონის პრესსამსახურმაც დაადასტურა, რომ მათი მეთაურები თალიბების ლიდერებთან კონტაქტზე არიან.