logo
ENG



თეთრი სახლი: მობილიზაციას გაქცეულ რუსებს თავშესაფარი შეუძლიათ აშშ-ში მოითხოვონ

28 სექ 202209:28
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/28/a1il7bihccg90pa.jpg

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც მობილიზაციას ემალებიან, შეუძლიათ აშშ-ს თავშესაფრისთვის მიმართონ. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.

"მიგვაჩნია, მიუხედავად მათი ეროვნებისა, მათ შეუძლიათ მიმართონ აშშ-ს თავშესაფრისთვის და ყოველი განაცხადი ინდივიდუალურად განიხილება", განაცხადა ჟან-პიერმა.

ვლადიმირ პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთის მოქალაქეები, ძირითადად კაცები, ქვეყანას ტოვებენ. მრავალკილომეტრიანი საცობია შექმნილი ყაზბეგის გამშვებ პუნქტზე, საიდანაც რუსეთის მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას ცდილობენ. Meduza-ს ინფორმაციით, ყაზახეთმა, საქართველომ, მონღოლეთმა და ფინეთმა უკვე 200 ათასი რუსი მიიღეს.

გერმანიის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ გარკვეულ პირობებში ისინი მზად არიან თავშესაფარი მისცენ რუსული არმიის დეზერტირებს და "პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგეებს".

ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა კი უარს ამბობს, რუსეთის მობილიზებული მოქალაქეების მიღებაზე - მაგალითად ლატვია, ლიეტუვა და ჩეხეთი.


close დახურვა