logo
ENG



თეთრი სახლი: პარასკევს დილით ტრამპს ჟანგბადის მიწოდება დასჭირდა, ახლა თავს უკეთ გრძნობს

04 ოქტ 202012:35
3 წუთის საკითხავი
 

დონალდ ტრამპი ჰოსპიტალის ექიმებს გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის. 

აშშ-ის პრეზიდენტმა, რომელსაც 2 ოქტომბერს კორონავირუსი დაუდასუტრდა, ტვიტერზე დაწერა:

"ექიმები, ექთნები, Walter Reed-ში მომუშავე პერსონალი საოცრებებს ახდენენ! ბოლო 6 თვის განმავლობაში ამ ჭირთან, კორონავირუსთან ბრძოლაში უდიდესი წინსვლა გვაქვს. მათ დახმარებით თავს უკეთესად ვგრძნობ". 

Fox News-თან ინტერვიუს დროს, თეთრი სახლის შტაბის უფროსმა, მარკ მიდოუსმა პრეზიდენტის ამჟამინდელი სტატუსის შესახებ ილაპარაკა და თქვა, რომ ტრამპს პარასკევ დილით ჟანგბადის მიწოდება დასჭირდა. თუმცა, ახლა ცხელება არ აქვს. 

 

უილტერ რიდის სამედიცინო ცენტრთან ტრამპის მხარდამჭერებიც შეიკრიბნენ და პრეზიდენტი გაამხნევეს.


close დახურვა