logo
ENG



თეთრი სახლი: საჯაროდ ვაცხადებთ, რომ რუსეთმა ირანისგან დრონები მიიღო

18 ოქტ 202212:25
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/18/7gj66s660tnfpvy.jpg

თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინ ჟან-პიერის განცხადებით, აშშ გააგრძელებს სანქციების დაწესებას როგორც რუსეთის, ასევე, ირანული იარაღით ვაჭრობის სფეროებზე. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი დრონებს ირანისგან იღებს.

"საჯაროდ ვაცხადებთ, რომ რუსეთმა ირანისგან დრონები მიიღო და რომ რუსი ოპერატორები ირანში ამ სისტემის გამოყენებას სწავლობენ. არსებობს მათი გამოყენების მტკიცებულებები როგორც სამხედრო, ასევე, სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ. ამავდროულად, ირანი განიხილავს კიდევ უფრო მეტი იარაღის გაყიდვას იმ შეჭრის მხარდასაჭერად, რომელსაც როგორც თავად ამბობენ, ეწინააღმდეგებიან. ჩვენ გავაგრძელებთ სანქციების დაწესებას როგორც რუსეთის, ასევე, ირანული იარაღით ვაჭრობის სფეროებზე", - თქვა მან.

14 სექტემბერს ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი სანქცირებული ქვეყნებიდან, მათ შორის ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან იარაღის მიღებას ზრდიდა.

ბრიტანეთის უწყების თქმით, რუსეთი, უკრაინასთან ომში, სავარაუდოდ, ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რამდენიმე ათეული ირანული დრონი უკვე გაანადგურეს.

თუმცა ირანი უარყოფს, რომ რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებელი იარაღით ამარაგებს და აცხადებს, რომ "ეს არ გაუკეთებია და არ გააკეთებს".

 


close დახურვა