logo
ENG



თეთრი სახლი უკრაინის თავდაცვისთვის $350 მილიონს გამოყოფს

26 თებ 202209:03
3 წუთის საკითხავი
 
თეთრი სახლი უკრაინის თავდაცვისთვის $350 მილიონს გამოყოფს

თეთრი სახლი უკრაინისთვის $350 მილიონიანი სამხედრო დახმარების დაუყოვნებლივ გაწევისთვის მემორანდუმს ავრცელებს.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს დაავალა, გამოყოს $350 მილიონი, რათა დაეხმარონ უკრაინას უსაფრთხოებასა და თავდაცვაში. 

თეთრმა სახლმა დახმარების გაწევაზე მას შემდეგ გავარცელა განცხადება, რაც ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის 40-წუთიანი სატელეფონო საუბარი შედგა. მათ "კონკრეტული თავდაცვითი დახმარების გაწევა" განიხილეს.


close დახურვა