logo
ENG



თეთრი სახლის ინფორმაციით, ირანი რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდებას აპირებს

12 ივლ 202208:59
3 წუთის საკითხავი
 

თეთრი სახლის ინფორმაციით, ირანი გეგმავს, რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატებით მოამარაგოს, მათ შორის ისეთებით, რომელთაც იარაღის გადატანა შეუძლიათ. ამის შესახებ ბრიფინგზე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ამ თვეში ირანი რუს სამხედროებს საფრენი აპარატების გამოყენებას ასწავლის. სალივანის თქმით, ეს იმის მტკიცებულებაა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის მასობრივი დაბომბვა "საკუთარი იარაღის შენარჩუნების ფასად დაუჯდა".

"ჩვენ გავაგრძელებთ წვლილის შეტანას, რათა დავეხმაროთ უკრაინის ეფექტური თავდაცვის შენარჩუნებას და დავეხმაროთ უკრაინელებს აჩვენონ, რომ რუსეთის მცდელობა, უკრაინა რუკიდან წაშალოს, წარმატებას ვერ მიაღწევს", - თქვა სალივანმა.

ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, მსგავსი საფრენი აპარატები საუდის არაბეთზე თავდასხმისთვის ირანმა იემენში ჰუსიტებს მიაწოდა მანამ, სანამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება იქნებოდა მიღწეული.


close დახურვა