logo
ENG



თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 470 კოლოფი სიგარეტი მოიპარა - დაკავებულია 1 პირი

27 ოქტ 202611:37
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/27/fhabwxc75zo13p5.png

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საცავში უკანონო შეღწევით არაერთგზის ჩადენილი ქურდობისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ ქსელურ მარკეტში უკანონოდ შეაღწია და 470 კოლოფი სიგარეტი მოიპარა.

"პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ნაქურდალი სიგარეტები და ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანა", - ნათქვამია ინფორმაციაში. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა