logo
ENG



თეთრიწყაროში 20-მდე ინფიცირება ფიქსირდება - იმნაძე

26 აპრ 202014:19
3 წუთის საკითხავი
 

პაატა იმნაძის განცხადებით, თეთრიწყაროში ინფიცირებულთა რაოდენობა 20-ს აღწევს.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროცნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა განმარტა, უმრავლესობა მედიცინის მუშაკია. იმნაძე იმედს გამოთქვამს, რომ თეთრიწყაროში აფეთქება არ მოხდება და დაავადების შეჩერება შესაძლებელი იქნება.

„თეთრიწყაროში მთელ დღეს იმუშავა ჩვენმა ჯგუფმა - გამოვლინდნენ  ინფიცირებულები, ბევრია ჩვენი კოლეგა. თეთრიწყაროში გვაქვს 20-მდე დადებითი შემთხვევა - მომუშავე ჯგუფი გზაშია და იმედია, შეკავება მოხდება დროულად. გამოკვლეული იყო კონტაქტები და, ფაქტობრივად, ნახევარი დადებითი აღმოჩნდა. ჩატარდა მიზნობრივი ტესტირება", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 485 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული - აქედან 139 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 გარდაიცვალა.

ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.


close დახურვა