logo
ENG



თეთრიწყაროში ვირუსის გავრცელების პირველწყარო ჯერ ბუნდოვანია - რეხვიაშვილი

26 აპრ 202017:12
3 წუთის საკითხავი
 

თეთრიწყაროს რაიონის მისასვლელებთან საგუშაგოებს აწყობენ. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. 

მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის მიზეზი კორონავირუსის გავრცელება გახდა, რომელიც 20 სამედიცინო მუშაკს დაუდგინდა. 

ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. 

"მიღებულია ზომები და გადაკეტილია მუნიციპალიტეტის ცენტრი. გავრცელების პირველწყარო ჯერ ბუნდოვანია და არ არის ცალსახად დადასტურებული. შესაბამისად, რისკიც უფრო მეტია. მოთხოვნაც საზოგადოებასთან უფრო მეტია. მიიღონ შეზღუდვები და დარჩნენ სახლში", - განაცხადა რეხვიაშვილმა. 

ამასთან, თეთრიწყაროში დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები იმყოფებიან და მოსახლეობის შემოწმება იწყება. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ფორმით შეამოწმებენ ადგილობრივებს და ჩაუტარდებათ თუ არა მათ სწრაფი ტესტები, თუმცა პირველ ეტაპზე, სავარაუდოდ, ეპიდემიოლოგები თერმოსკრინინგს მიმართავენ.  


close დახურვა