logo
ENG



თეირანმა ობიექტზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენელი არ შეუშვა

07 ნოე 201916:28
3 წუთის საკითხავი
 
npzzpabbj1qgbah.png

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომა გამართა. შეხვედრას ორგანიზაციაში ირანის წარმომადგენელიც ესწრება. ის მას შემდეგ დაიბარეს, რაც თეირანმა სააგენტოს წარმომადგენელი ურანის გამამდიდრებელ ობიეტზე არ შეუშვა. მას საბუთებიც ჩამოართვეს .

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ობიექტზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენელს არ უშვებენ. პარალელურად ვრცელდება ცნობა, რომ მიწისქვეშა ბირთვულ ობიექტ ფორდოზე უკვე მიიღეს ურანის გარკვეული რაოდენობა და გაამდიდრეს, რაც 2015 წლის საერთაშორისო შეთანხმების მიხედვით აკრძალული იყო.


close დახურვა