logo
ENG



თელ-ავივში თავდამსხმელმა იარაღით ხუთი ადამიანი მოკლა

30 მარ 202201:47
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/30/qv89tckndfawum5.jpg

თელ-ავივის გარეუბანში შეიარაღებულმა პირმა ხუთი ადამიანი მოკლა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეს უკვე მესამე შეიარაღებული თავდასხმაა ისრაელში.

შემთხვევა მოხდა ბნეი ბრაკში, სადაც მჭიდროდ არიან დასახლებულნი ულტრა-ორთოდოქსი ებრაელები.

თავდამსხმელი სასიკვდილოდ დაჭრეს. როგორც ინფორმაცია ვრცელდება, ის წარმოშობით არაბი იყო.

ადგილზე გადაღებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ავტომატით შეიარაღებული კაცი მანქანის, მგზავრის ფანჯრიდან ისროდა. Jerusalem Post წერს, რომ ერთ დაღუპული მანქანაში იპოვეს, ხოლო დანარჩენები ქუჩაში.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა უსაფრთხოების საკითხებში საგანგებო სხდომა მოიწვია.

ისრაელური მედია წერს, რომ თავდამსხმელი 27 წლის პალესტინელი იყო, რომელიც მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე სოფელში ცხოვრობდა.

პალესტინის პრეზიდენტმა თავდასხმა დაგმო.


close დახურვა